სტუდენტური გამოცდილება

უნივერსიტეტი, რომელიც ცოდნის, კვლევისა და განვითარების სივრცეს ქმნის

სტუდენტური გამოცდილება ილიაუნიში აერთიანებს ყველა იმ რესურსს, სერვისსა და შესაძლებლობას, რომლებიც შენს საუნივერსიტეტო ცხოვრებას საინტერესო გამოცდილებად აქცევს. ეს გვერდი შენი გზამკვლევია, რომ ილიაუნში გატარებული დრო სრულფასოვან და მრავალფეროვან გამოცდილებად აქციო.

რესურსები სტუდენტებისთვის

ბიბლიოთეკა და სამკითხველოები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც სწავლის პროცესი სასიამოვნო, კომფორტული და ეფექტური ხდება. ბიბლიოთეკა ღიაა ყველასთვის, ასაკის, გამოცდილებისა და ინტერესების მიუხედავად.

 

ლიგამუსი

წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის მრავალფუნქციური სივრცეა, სადაც კაფე, წიგნის მაღაზია და სამკითხველო სივრცე ერთიანდება.

აქ შეგიძლია იპოვო უნივერსიტეტის გამოცემები, ქართულ და უცხოურ ენებზე გამოცემული პოპულარული ლიტერატურა, თავად კი კომფორტულად იმუშაო, ისწავლო ან ისიამოვნო სასმელით ტერასაზე.

ილიაუნიში ფუნქციონირებს თანამედროვე ლაბორატორიები, სადაც პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები ერთად მუშაობენ საერთო სამეცნიერო მიზნებისთვის.

აქ განხორციელებული კვლევები სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ ძალას წარმოადგენს და ხარისხით ევროპულ სტანდარტებს უტოლდება.

ფაბლაბი

ფაბლაბ ილიაუნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს გაძლევთ შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციოთ.

 

ფაბლაბ ილიაუნის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ამიტომ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გთავაზობთ ტრენინგ-კურსებს, ინოვაციურ პროექტებს, აქსელერაციის პროგრამებს.

თეატრი

ილიაუნის თეატრი თეატრალური მიმართულების სტუდენტებს აძლევს სივრცეს პროფესიული ზრდისა და შემოქმედებით ექსპერიმენტებისთვის.

 

თეატრი ანტრეპრიზის პრინციპით ფუნქციონირებს – თითოეულ დადგმაზე მოწვეულ რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

არაფორმალური განათლება

კიბერლაბორატორია უნილაბი

უნილაბი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია, თანამედროვე პროფესიებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს.

 

უნილაბი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს გთავაზობთ სასწავლო კურსებსა და პროფესიული აქსელერაციის პროგრამას, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში დაგეხმარებათ.

სტუდენტური კლუბები

სტუდენტური კლუბები ილიაუნიში აერთიანებს სტუდენტებს საერთო ინტერესებითა და იდეებით, ქმნის მეგობრულ და ინიციატივებზე ორიენტირებულ გარემოს. კლუბებში მონაწილეობა სტუდენტებს შესაძლებლობას გაძლევთ გამოავლინოთ თქვენი სურვილები და მისწრაფებები, განავითაროთ ახალი უნარები და აქტიურად ჩაერთოთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

გასვლითი ბანაკები

ილიაუნის გასვლითი ბანაკები უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ სასწავლო და შემოქმედებითი გამოცდილება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

 

ბანაკებში მონაწილეობით აფართოებთ სოციალურ წრეს, ავითარებთ პრაქტიკულ უნარებს და ამდიდრებთ საკუთარ სტუდენტურ ცხოვრებას ახალი ცოდნით, შთაბეჭდილებებითა და გამოცდილებით.

სამეცნიერო პიკნიკი

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ყველა ასაკის სტუმარს გაძლევთ შესაძლებლობას, მეცნიერება ახლოდან, გასართობ და ინტერაქტიულ ფორმატში გაიცნოთ.

 

აქ თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები ცოცხლდება მარტივად, სახალისოდ და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით, რაც მეცნიერებას კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველს ხდის თქვენთვის.