ილიაუნის თეატრი 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე. ის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია.
15 წლის განმავლობაში ილიაუნის თეატრმა ითამაშა 50-ზე მეტი პრემიერა, იმყოფებოდა არაერთ გასტროლზე ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ. მოიპოვა სხვადასხვა თეატრალური ფესტივალის პრიზები.
პრემიერებთან ერთად თეატრში ხშირად მუშაობენ პროფესიულ და ახალგაზრდულ თეატრალურ პროექტებზე. სცენა ხშირად მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსადმი მიძღვნილ მასტერკლასებს და სტუდენტურ ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, კონცერტებს, პრეზენტაციებს და სხვ.
თეატრის ბაზაზე 2021 წელს შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“. პროგრამა ინოვაციურია და მოიცავს სახელოსნოს და სტუდიურ პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლებას. ასევე გულისხმობს რეალურ თეატრალურ მოცემულობაში ცოცხალი პროცესის წარმართვას სწავლის შედეგების მისაღწევად, რაც პასუხობს საქართველოში საშემსრულებლო ხელოვნების მიმართ არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს და არა აქვს ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
ილიაუნის თეატრი თეატრალურ სეზონს სწავლის დაწყებასთან ერთად, ოქტომბრის პირველ კვირას, ხსნის და ივნისის ბოლოს ხურავს.
აფიშა და ინფორმაცია სპექტაკლების შესახებ ხელმისაწვდომია ილიაუნის თეატრის საიტზე – www.iliaunitheatre.ge
თეატრი წარმოდგენებს მართავს კვირაში ოთხჯერ: ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას, 20:00 საათზე.
ბილეთები იყიდება როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ.
თეატრის ბილეთებზე მოქმედებს ფასდაკლების მოქნილი სისტემა.
ვებგვერდი: www.iliaunitheatre.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/theatre.iliauni
ინსტაგრამი: iliauni_theatre
ელექტრონული ფოსტა: theatre@iliauni.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 229 47 15 (სალარო)
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ეზო, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32