ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა
  • ბიბლიოთეკა

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის სასწავლო-კვლევითი სივრცე, სადაც შესაძლებელია განახლებადი წიგნადი ფონდითა და მაღალი ხარისხის, სანდო სამეცნიერო ელექტრონული რესურსებით სარგებლობა. მისი მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს  2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემასა და ელექტრონულ რესურსს სხვადასხვა ენაზე. 

    ბიბლიოთეკა გამორჩეულია სიახლეების დანერგვითა და ექსპერიმენტული პროექტების შეთავაზებით. 

    წიგნადი ფონდი განთავსებულია 8 სამკითხველო დარბაზსა და რამდენიმე საცავში. 

    სამკითხველო დარბაზებში შესაძლებელია შემდეგი სერვისებით სარგებლობა:

    • წიგნის დაჯავშნა, გატანა, დაბრუნება
    • წიგნის სხვა ბიბლიოთეკიდან შეკვეთა
    • ოთახის დაჯავშნა ჯგუფური სამუშაოსთვის
    • ბიბლიოთეკის კუთვნილი ლეპტოპით სარგებლობა
    • ელექტრონული რესურსებით სარგებლობა
    • ბიბლიოთეკარისგან რჩევის მიღება
    • ტრენინგების გავლა საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების შესახებ

     

  • სამუშაო საათები:

    • 9:00-21:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 
    • 10:00-18:00 (შაბათი) 

  • საკონტაქტო ინფორმაცია

    ვებგვერდი: www.library.iliauni.edu.ge

    ელექტრონული ფოსტა:  library@iliauni.edu.ge

    ტელეფონი:  (+995 32) 222 00 09 (116)

    მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ეზო, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

  • გალერეა