წიგნის სახლი “ლიგამუსი”

წიგნის სახლი “ლიგამუსი”
  • წიგნის სახლი „ლიგამუსი“

    „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი, წიგნის მოყვარულებს, სტუდენტებსა და სტუმრებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. „ლიგამუსი“ აერთიანებს წიგნის მაღაზიას, კაფეს, სამკითხველოსა და ბიბლიოთეკას,  ყველაფერს, რაც საჭიროა სწავლისა და თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად.

  • წიგნები ყველასთვის

    მაღაზიაში წარმოდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, ასევე სხვადასხვა ჟანრის პოპულარული წიგნები ქართულ და უცხოურ ენებზე

  • კაფე და ტერასა

    „ლიგამუსის“ კაფე და ტერასა მეგობრული გარემოთი და სასიამოვნო ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ შესაძლებელია ცივი თუ ცხელი სასმელები, ტკბილეულის დაგემოვნება.

  • ლიტერატურული ოთახი

    ლიტერატურულ ოთახში შესაძლებელია მშვიდ გარემოში კითხვა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს როგორც ქართულ და უცხოურ მხატვრულ ლიტერატურას, ასევე ხელოვნების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების გამოცემულ მნიშვნელოვან და საინტერესო წიგნებს.

  • ღონისძიებების სივრცე

    „ლიგამუსს“ აქვს მრავალფუნქციური საპრეზენტაციო სივრცე, სადაც რეგულარულად ტარდება წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, ლიტერატურული საღამოები, დისკუსიები, ტრენინგები და სხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები.

    სამუშაო საათები

    • ორშაბათი – შაბათი | 10:00-21:00 საათი

  • საკონტაქტო ინფორმაცია

    ვებგვერდი: www.ligamus.iliauni.edu.ge

    ელფოსტა: ligamus@iliauni.edu.ge

    ტელეფონი: +995 322 220009 (260)

    მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ეზო, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

  • გალერეა