კვების ობიექტებში:
- ჯანსაღი კვების პროდუქტების გამოყენება;
- მენიუს განახლება;
- მომსახურების დაბალი ფასები;
- სტუდენტების დასაქმება;
- ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცე;
- ფურშეტების ორგანიზება (შიდა და გარე შეკვეთებისათვის);
- კვების ობიექტების მართვის სტანდარტიზაცია.
რეგიონულ კვლევით ბაზებში:
- მშვიდი გარემოს შექმნა;
- აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ტურისტებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა კვლევისა და დასვენებისათვის;
- ხელმისაწვდომობა რეგიონული ბაზების მომსახურებაზე;
- სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;
- ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცე;
- სტუდენტების მონაწილეობა;
- რეგიონული ბაზების მართვისათვის მარტივი და მოქნილი სისტემის შექმნა;
სამსახურის მიზანია სტუდენტებისათვის, აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისა და მოწვეული სტუმრებისათვის რეგიონულ კვლევით ბაზებში შექმნას სამეცნიერო კვლევებისა და დასვენებისათვის მშვიდი და კომფორტული გარემო, კვების ობიექტებმა შესთავაზონ ჯანმრთელი და ხარისხიანი საკვები პროდუქცია.