დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა

დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა
  • დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მდებარე ბაზა უნიკალურია როგორც კვლევებისათვის, ისე სტუდენტური საველე პრაქტიკისთვის.

  • ბაზის ძირითადი დანიშნულება

    • საველე პრაქტიკები და ექსპედიციებიბაზა სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით ბიოლოგიის, ეკოლოგიის, გეოგრაფიისა და არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის, ხელსაყრელ გარემოს ქმნის საველე პრაქტიკის ჩასატარებლად. აქ მათ შეუძლიათ პრაქტიკული უნარების გაღრმავება და მონაცემთა შეგროვება ბუნებრივ პირობებში.
    • სამეცნიერო კვლევებიბაზა გამოიყენება ბუნებრივ გარემოსთან, ბიომრავალფეროვნებასთან, კლიმატურ ცვლილებებსა და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის.
    • საგანმანათლებლო და სასწავლო ბანაკებიხშირად ეწყობა საზაფხულო სკოლები, ტრენინგები და ინტერდისციპლინური ბანაკები, რაც ხელს უწყობს სტუდენტების, მკვლევრებისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობას.
    • რეგიონული განვითარება და ჩართულობაბაზა ერთგვარად ემსახურება რეგიონის, როგორც საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის განვითარებას, რომელიც თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

    ბაზა პლატფორმაა საერთაშორისო პროექტებისთვისაც. ხშირად მასპინძლობენ უცხოელ მკვლევრებს, სტუდენტებსა და ექსპედიციებს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო ქსელში. 

     

     

  • ბაზაზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებები და კვლევითი პროექტები

    • 1-13.03.2011 − მეცნიერებისა და ხელოვნების და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის გაიმართა კავკასიოლოგიური სასწავლო პრაქტიკული სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მონრეალისა (კანადა) და იენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროფესორმა კევინ თუითმა;
    • 9-11.03.2012 ილიაუნის, იენის (გერმანია) უნივერსიტეტისა და კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა;
    • 12.09.-10.10.2017; 28.08.-22.09. 2018 − ერთობლივი ქართულ-გერმანული საველე-არქეოლოგიური ექსპედიცია ნაზარლების ნაქალაქარზე;
    • 30.07.-21.09. 2021 − ერთობლივი ქართულ-გერმანული საველე-არქეოლოგიური ექსპედიცია სამრეკლოსა და ნაზარლების ნაქალაქარებზე;
    • 01.08.-02.10 2022 − ერთობლივი ქართულ-გერმანული საველე-არქეოლოგიური და კამერალური სამუშაოები სამრეკლოსა და ნაზარლების ნაქალაქარებზე მოპოვებულ არტეფაქტებზე.

     

  • გალერეა