ფაბლაბ ილიაუნი არის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით.
ხელ უწყობს ქვეყანაში არსებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ტრენინგკურსებს, ინოვაციურ პროექტებს, აქსელერაციის პროგრამებს, კონსულტაციას. ფაბლაბი 300-ზე მეტ სტარტაპს, მათ შორის სტუდენტურ სტარტაპებსაც, დაეხმარა განვითარებასა და პროტოტიპირების პროცესში.
სამუშაო სივრცეს თანამედროვე ტექნოლოგიებით;
ილიაუნის გუნდსა და უნივერსიტეტის მოწინავე მკვლევრებთან თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრასა და იდეებზე მუშაობის შესაძლებლობას;
სტარტაპებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობას;
პროფესიულ და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპების დამზადებაზე მუშაობის პროცესში;
საგანმანათლებლო ტრენინგკურსებსა და პროექტებს, მონაწილეობას ჰაკათონში, იდეათონსა და კრეათონში.
ფაბლაბი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, დაზგა-დანადგარებით, ესენია: ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი, 3D პრინტერი, 3D სკანერი.
ფაბლაბ ილიაუნი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგკურსს ტექნოლოგიების მიმართულებით უფასოდ:
ფაბლაბ ილიაუნი ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, ახორციელებს პროექტებს და აწყობს ღია შეხვედრებს მოსწავლეების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ესენია: ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი, აქსელერაციის პროგრამები, სტარტაპის კონკურსები.
მათი მთავარი მიზანია ინოვაციური იდეების ხელშეწყობა და თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
ინფორმაცია კურსებისა და პროექტების შესახებ ყოველ თვე ქვეყნდება ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას სასურველი თემის შესახებ.
FACEBOOK გვერდი: www.facebook.com/FabLabIliauni
ელექტრონული ფოსტა: fablab@iliauni.edu.ge
ტელეფონი: +995 551 08 04 04
მისამართი: გ. წერეთლის ქ. N3, S კორპუსი, 101 აუდიტორია