სამეცნიერო კაფე

  • სამეცნიერო კაფე

    სამეცნიერო კაფე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც აერთიანებდა სტუდენტებს, მკვლევრებს, უნივერსიტეტის პროფესორებს, თანამშრომლებსა და დაინტერესებულ სტუმრებს. სამეცნიერო კაფე ღია იყო ყველასთვის, ვისაც აინტერესებდა, რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • შეხვედრების ფორმატი

    სამეცნიერო კაფეში შეხვედრები იმართებოდა საუბრის, დიალოგისა და დისკუსიის ფორმატში. მონაწილეობისათვის საჭირო არ იყო სპეციალური სამეცნიერო ცოდნა − მთავარი პირობა იყო ინტერესი. მოწვეული სპიკერი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი მონაწილე.

  • თემატიკა

    • მკვლევრების სამეცნიერო პრეზენტაციები
    • Journal Club − მსოფლიო სამეცნიერო სიახლეების მიმოხილვა
    • მოგზაურთა კლუბი − ილიაუნელების მოგზაურობის შთაბეჭდილებების გაზიარება
    • მრჩეველთა კლუბი − ახალგაზრდა მეცნიერების პროგრეს-რეპორტები
    • სტუდენტური კვლევების პრეზენტაციები
    • თემატური შეხვედრები მოწვეულ ლექტორებთან
    • თავისუფალი თემატიკის დისკუსიები

  • გალერეა