სამეცნიერო პიკნიკი

  • ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

    2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო პიკნიკს, რომლის მიზანი და ამოცანა მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე  მიღწევების სახალისო ფორმით წარმოჩენაა.

    პიკნიკზე ილიაუნის  მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები  ილიაუნის ეზოში  საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს წარმოადგენენ. 

    ექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოადგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს.

    სამეცნიერო პიკნიკით შესაძლებელია წვლილის შეტანა გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულებაში.

    მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: Sciencepicnic.iliauni.edu.ge  

  • გალერეა