2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში რომანის განვითარებისთვის უნივერსიტეტმა დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის.
2014 წელს დაემატა პრემია უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაცემულიყო.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.