ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი დაარსდა 2014 წელს ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის უნივერსიტეტში და მის ფარგლებს გარეთ.
წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ეწყობოდა შეხვედრები როგორც ილიაუნის პროფესორებთან, ისე მოწვეულ მწერლებთან, პოეტებთან, მთარგმნელებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან სხვადასხვა ლიტერატურულ თემაზე.
საჯარო ლექციებზე მომხსენებლები განიხილავდნენ და ახლებურად იაზრებდნენ კონკრეტულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ასევე ეწყობოდა ახალი გამოცემების პრეზენტაციები.