„წიგნის საათი“ იყო ილიაუნის ლიტერატურული კლუბისა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ერთობლივი პროექტი.
სპეციალურად მოწვეული სტუმრები განიხილავდნენ ცნობილი მწერლების შემოქმედებასა და ცხოვრებას, მათ გავლენას საზოგადოებაზე.
ციკლი მიეძღვნა შემდეგ ავტორებს: სერგეი დოვლატოვს, მარგარეტ ეტვუდს, ჯიბრან ხალილ ჯიბრანს, ურსულა ლე გუინს, ფილიპ დიკსა და ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტს.