რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”
  • რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“

    „სიტყვის სახელოსნო“ რატი ამაღლობელის საავტორო პროექტია, რომლის ფარგლებშიც მწერალი ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მართავდა პოეტურ რეციტაციებსა და სტუდენტებთან შეხვედრებს პოეტური დეკლამაციების ისტორიისა და ხელოვნების შესახებ.

    შეხვედრა ყოველი კვირის ოთხშაბათს ეწყობოდა და მსმენელს სთავაზობდა სხვადასხვა ციკლს: „პოეზია და რეციტაცია“, „პოეზია და 7 ხელოვნება“; „მითოსი-კულტი-პოეზია“; „თანამედროვე ქართული პოეტური მეტყველების ფორმები“; „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში“; ლექციათა ციკლი ასევე ეხებოდა ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებას.

    სახელოსნოში საჯარო ლექციებისა და წიგნის პრეზენტაციების გარდა იმართებოდა ფილმების ჩვენება.

    რატი ამაღლობელი დისკუსიაში მონაწილეობისთვის იწვევდა ცნობილ მსახიობებს, პოეტებს, კომპოზიტორებს, პროფესორებს. სახელოსნოს სხვადასხვა დროს სტუმრობდა ლაშა ბუღაძე, დიანა ანფიმიადი, პაატა შამუგია, გაგა ნახუცრიშვილი, გოჩა სხილაძე, ზვიად რატიანი, გიორგი კეკელიძე, ნინო კასრაძე, ნიკა მაჩაიძე, მიშა მდინარაძე, გიგა ზედანია.

     

  • გალერეა