ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო პასკალის პრემია მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებას. პრემიის ოდენობა 3000 ლარია და ის გაიცემა მაღალი სამეცნიერო ღირებულების საერთაშორისო პუბლიკაციებისთვის.
პრემიის მიღება შეუძლიათ ილიას უნივერსიტეტთან აფილირებულ მეცნიერებს, რომლებსაც განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ შესრულებიათ 36 წელი.
საპრემიო სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს Clarivate Analytics-ის ბაზის უცხოურ რეფერირებად ჟურნალში და აკმაყოფილებდეს შესაბამის ხარისხობრივ კრიტერიუმებს.
ჰუმანიტარულ დარგებში საკმარისია მხოლოდ Clarivate-ის ბაზაში გამოქვეყნება.
გამარჯვებულებს ავლენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე.
პრემია გაიცემა წელიწადში ორჯერ, ივნისსა და დეკემბერში.