კანდიდატს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს) სამეცნიერო პრემიას ანიჭებს აკადემიური საბჭო, რომელსაც წარუდგენს რექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით საბჭოსთან/ფაკულტეტთან/სკოლასთან ან სამეცნიერო-კვლევით ერთეულთან კონსულტაციების საფუძველზე.
პრემიაზე წარდგენილი კანდიდატი უნდა იყოს მაღალი იმპაქტის მქონე მეცნიერი, რომელიც აქვეყნებს დარგის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პუბლიკაციებს (სტატია, კრებული, მონოგრაფია) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებსა და საერთაშორისო სამეცნიერო სერიებში და თავისი სამეცნიერო მიღწევებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში.