ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ილიაუნის სტუდენტებისთვის დააწესა სულხან-საბას პრემია ჰუმანიტარული მეცნიერებების, მათ შორის ლექსიკოგრაფიისა და ენის ტექნოლოგიის, მიმართულებით.
პრემია გაიცემა
საუკეთესო ნაშრომისთვის ლექსიკოგრაფიაში, მათ შორის ციფრულ ლექსიკოგრაფიაში;
საუკეთესო რესურსის შექმნისთვის ენის ტექნოლოგიაში.
პრემიის ოდენობა:
I პრემია – 1000 ლარი;
II პრემია – 700 ლარი;
III პრემია – 500 ლარი;
პრემია გაიცემა ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ბიუჯეტიდან.