ალუმნი ქსელი

ალუმნი ქსელი
  • ჩვენ შესახებ

    აკადემიურ სივრცეში ალუმნი ქსელი ხიდია უნივერსიტეტსა და მის კურსდამთავრებულებს შორის. კურსდამთავრებულთა ქსელი აერთიანებს სხვადასხვა პროფესიისა თუ მისწრაფების მქონე კურსდამთავრებულებს, ასევე ამ სფეროში მომუშავე აკადემიური, ორგანიზაციული და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ქსელების წარმატებული საქმიანობა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა განგრძობით კავშირს უნივერსიტეტთან, ამავდროულად ხელს უწყობს როგორც უნივერსიტეტის იმიჯის გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროგრამათა მიმართულებების პოპულარიზაციას.
    კურსდამთავრებულთა ქსელი საფუძველს უყრის მნიშვნელოვან ტრადიციას − საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. კურსდამთავრებულები აკადემიური ცხოვრების დასრულების შემდგომაც ინარჩუნებენ კავშირს ერთმანეთთან და ალმა მატერთან.

  • მიზანი

    ილიაუნის ალუმნი ქსელის მიზანია ილიაუნის კურსდამთავრებულთა ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა.
    ქსელის მართვის მოდელის განვითარება, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ალუმნი ქსელის პოპულარიზაციას, ასევე უნივერსიტეტში სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების ქსელების დაარსებასა და განვითარებას.

  • ფასეულობა და პრინციპები

    • თანასწორობა − საზოგადოებაში თანაბარი უფლებების მხარდაჭერა; 
    • სოლიდარობა − სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისა და ჯგუფების მხარდაჭერა;
    • გამჭვირვალობა − ქსელის მიზნებისა და საქმიანობის გამჭვირვალობა;
    • ალმა მატერის კონტრიბუცია − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერა; 
    • მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა − მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა საზოგადოებაში;
    • ინოვაციურობა − ინოვაციური იდეებისა და გადაწყვეტილებათა მხარდაჭერა;
    • ობიექტურობა გარემო, სადაც თითოეული კურსდამთავრებულისთვის უზრუნველყოფილია ობიექტური მიდგომა საქმიანობის განხორციელებისა და შეფასების პროცესში; 

    სინერგიის მუდმივობა − სისტემური ურთიერთთანამშრომლობა უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის.

  • რა შესაძლებლობას გაძლევთ ილიაუნის ალუმნი ქსელში გაერთიანება?

    უნივერსიტეტთან კავშირი სწავლის დასრულებით არ მთავრდება. ილიაუნის ალუმნი ქსელი ქმნის გარემოს, სადაც კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექმნებათ, ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ამავდროულად აქტიური მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ინიციატივისა და პროექტის განხორციელებაში.

    ილიაუნის ალუმნი ქსელის კურსდამთავრებულთა გაერთიანებები სარგებლობენ როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური რესურსების მხარდაჭერით.

  • ილიაუნი ალუმნის შიდა საუნივერსიტეტო კურსდამთავრებულთა ქსელების შესახებ

    ილიაუნი ალუმნი აერთიანებს 45 000 ზე მეტ კურსდამთავრებულს. 
    ამ დროისთვის ილიაუნიში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა 13 გაერთიანება. მათი აქტიური მონაწილეობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ხელს უწყობს კავშირის გაძლიერებას და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

  • სამიზნე აუდიტორია

    ილიაუნის ალუმნი ქსელის საქმიანობის სამიზნე აუდიტორიაა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი. მისი ღონისძიებებით ინტერესდებიან როგორც კურსდამთავრებულები, სტუდენტები, ასევე მოსწავლეები.

  • პროექტები კურსდამთავრებულთათვის

    ილიაუნის ალუმნის ქსელი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა სოციალურ საწარმოსთან, ერთმანეთთან აკავშირებს მათ აქტიურ კურსდამთავრებულებთან და ზრდის მონაწილეთა რიცხვს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ასევე მაქსიმალურად ეხმარება კურსდამთავრებულებს ინიციატივათა მხარდაჭერით.

  • კურსდამთავრებულთა აღიარება

    ილიაუნის ალუმნი კოორდინატორი ფაკულტეტების დეკანებთან კოორდინაციით  პროექტებში მონაწილეობისთვის იწვევს კურსდამთავრებულებს.
    ალუმნი მიმართულების პროექტები მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა აღიარებას, ჩართულობის ზრდას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათი უფრო აქტიური მონაწილეობის წახალისებას.

  • კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

    კურსდამთავრებულთა აკადემიური და კარიერული წარმატებების აღიარების მიზნით ილიაუნის ალუმნი ყოველწლიურად აჯილდოებს კურსდამთავრებულებს.

  • გალერეა