ბაკურიანის კვლევითი ბაზა

ბაკურიანის კვლევითი ბაზა
  • ბაკურიანის კვლევითი ბაზა

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკურიანის კვლევითი ბაზა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეს. ბაზა მდებარეობს ბაკურიანის უნიკალურ ბუნებრივ გარემოში, რაც იდეალურ პირობებს ქმნის როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი კვლევებისთვის. კვლევითი ბაზის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბოტანიკური ბაღი, რაც უზრუნველყოფს გააერთიანოს მეცნიერება, განათლება და ბუნების როგორც აკადემიური, ისე ფართო საზოგადოებისათვის.

    ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღის ცოცხალი კოლექციები, ბაღის მდებარეობა, მისი გარემომცველი ლანდშაფტები და მდიდარი ბიომრავალფეროვნება ქმნის საუკეთესო გარემოს ახალგაზრდა მკვლევართა აღზრდისათვის.  ბაღი ემსახურება როგორც სამეცნიერო მიზნებს, ისე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ფუნქციებს. იგი მნიშვნელოვანი სივრცეა სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ბუნებით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის, სადაც შესაძლებელია მცენარეთა მრავალფეროვნების გაცნობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.