ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის სასწავლო-კვლევითი სივრცე, სადაც შესაძლებელია განახლებადი წიგნადი ფონდითა და მაღალი ხარისხის, სანდო სამეცნიერო ელექტრონული რესურსებით სარგებლობა. მისი მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს 2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემასა და ელექტრონულ რესურსს სხვადასხვა ენაზე.
ბიბლიოთეკა გამორჩეულია სიახლეების დანერგვითა და ექსპერიმენტული პროექტების შეთავაზებით.
წიგნადი ფონდი განთავსებულია 8 სამკითხველო დარბაზსა და რამდენიმე საცავში.
სამკითხველო დარბაზებში შესაძლებელია შემდეგი სერვისებით სარგებლობა:
- წიგნის დაჯავშნა, გატანა, დაბრუნება
- წიგნის სხვა ბიბლიოთეკიდან შეკვეთა
- ოთახის დაჯავშნა ჯგუფური სამუშაოსთვის
- ბიბლიოთეკის კუთვნილი ლეპტოპით სარგებლობა
- ელექტრონული რესურსებით სარგებლობა
- ბიბლიოთეკარისგან რჩევის მიღება
- ტრენინგების გავლა საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების შესახებ