ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიზანია უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და კვლევითი პროცესების მხარდაჭერა საგამომცემლო საქმიანობით.
გამომცემლობა
- გამოსცემს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების შედეგებს;
- გამოსცემს უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებს;
- თარგმნის და გამოსცემს ამა თუ იმ დარგის საუკეთესო უცხოურ სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო ლიტერატურას;
- უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს მასალებით (რიდერებით, ტესტებით, კითხვარებით და ა. შ.);
- ბეჭდავს უნივერსიტეტის საპრეზენტაციო და სარეკლამო პროდუქციას.