გრიგოლეთის საზღვაო კვლევითი ბაზა

გრიგოლეთის საზღვაო კვლევითი ბაზა
  • გრიგოლეთის საზღვაო კვლევითი ბაზა

    ილიაუნის გრიგოლეთის საზღვაო კვლევითი ბაზა მდებარეობს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. აქვს კარგი მდებარეობა ხმელეთის და საზღვაო ეკოსისტემების ურთიერთკავშირის გამოსაკვლევად. მკვლევრებს აქ შეუძლიათ შეისწავლონ შემდეგი მიმართულებები: ნალექის ტრანსპორტირება, სანაპირო ზოლის ეროზია და ადამიანის საქმიანობის ზემოქმედება სანაპირო ზონებზე.

  • საზღვაო ბაზაზე ხორციელდება შემდეგი პროექტები:

    • „ფრინველის გრიპის ვირუსის კავშირების და დინამიკის შესწავლა საარსებო გარემოში და ფრინველებში“ − ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო ვეტერინარული კოლეჯის მიერ დაფინანსებული პროექტი. 
    • „აღმოსავლეთ შავი ზღვის (საქართველო) აუზში, გარეულ ფრინველებში ფრინველის გრიპის შესწავლა“  (SENTINEL Birds) −  EFSA-ის დაფინანსებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ლინეუსის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი; 
    • „ხმელთაშუა და შავი ზღვის სამიგრაციო მარშრუტი: ფრინველის ზოონოზური ინფექციური დაავადებების, ტრანსსასაზღვრო დეტერმინანტები ფრინველების ზოონოზური დაავადებების ქსელი (AZDN))“ ილიას უნივერსიტეტსა და CRDF GLOBAL-ს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება; 
    • „საქართველოში გარეულ ფრინველებში მოცირკულირე პარამიქსოვირუსების (APMV's) ეკოლოგიისა და ევოლუციის კვლევა“ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;  
    • ვეშაპისნაირების ვიზუალური და აკუსტიკური მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში;
    • შავი ზღვის მოწყვეტილი ბადეები: შავი ზღვის ჩუმი მკვლელების განადგურება. BlackNETs “Exorcising the BLACK Sea’S Silent Killers”  − შავი ზღვის აუზის ინტერრეგიონული პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერითა და შავი ზღვის აუზის ოთხი ქვეყნის (რუმინეთი, თურქეთი, ბულგარეთი, საქართველო) მონაწილეობით. პროექტი დაფინანსებულია Interreg NEXT Black Sea Basin მიერ;
    • “CABOL”-ის პროექტისთვის მასალის შეგროვებისას სტუდენტები და მეცნიერები დაბანაკებულნი იყვნენ  გრიგოლეთის საზღვაო სადგურში.

    2024 წელს უნივერსიტეტში დაარსდა ლაიბნიცის კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს გერმანიის ბიომრავალფეროვნების ცვლილების ლაიბნიცის ინსტიტუტთან (LIB) და რომლის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით კავკასიისა და შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლას, ასევე რეგიონის ეკოსისტემის რესურსების მდგრად გამოყენებას. სამეცნიერო გემმა ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს.

     

  • გალერეა