ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კამპანიით „ქალები მეცნიერებაში“ გაგაცნობთ ილიაუნის მეცნიერ ქალებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.
ისინი გიამბობენ, როგორ დაინტერესდნენ მეცნიერებით, რატომ გადაწყვიტეს სამეცნიერო საქმიანობა, რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა უხდებოდათ სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხეს ამ წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა.
პროექტის ვებგვერდი: https://womeninscience.iliauni.edu.ge/