ფაბლაბი

ფაბლაბი
  • ფაბლაბის შესახებ

    ფაბლაბ ილიაუნი არის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. 

  • მიზანი

    ხელ უწყობს ქვეყანაში არსებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ტრენინგკურსებს, ინოვაციურ პროექტებს, აქსელერაციის პროგრამებს, კონსულტაციას. ფაბლაბი 300-ზე მეტ სტარტაპს, მათ შორის სტუდენტურ სტარტაპებსაც, დაეხმარა განვითარებასა და პროტოტიპირების პროცესში. 

  • ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ:

    სამუშაო სივრცეს თანამედროვე ტექნოლოგიებით;

    ილიაუნის გუნდსა და უნივერსიტეტის მოწინავე მკვლევრებთან თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრასა და იდეებზე მუშაობის შესაძლებლობას;

    სტარტაპებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობას;

    პროფესიულ და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპების დამზადებაზე მუშაობის პროცესში;

    საგანმანათლებლო ტრენინგკურსებსა და პროექტებს, მონაწილეობას ჰაკათონში, იდეათონსა და კრეათონში. 

  • აღჭურვილობა

    ფაბლაბი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, დაზგა-დანადგარებით, ესენია: ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი, 3D პრინტერი, 3D სკანერი.

  • კურსები

    ფაბლაბ ილიაუნი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგკურსს ტექნოლოგიების მიმართულებით უფასოდ:

    • გრაფიკული დიზაინის კურსი (Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Coreldraw);
    • 3D მოდელირების კურსი (Cinema 4D, Fusion 360, Rhino);
    • დრონების კურსი;
    • ბლოკური პროგრამირება; 
    • Arduino Uno;
    • Calliope mini; 
    • სოციალური მედიის კურსი;
    • მეწარმეობის კურსი;
    • მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი;
    • ვებდეველოპმენტი; 
    • პითონის (python) კურსი;
    • თამაშების შექმნის კურსი;
    • ელექტრონიკის კურსი;
    • ციფრული უსაფრთხოება;
    • რობოტექნიკის კურსი;
    • CNC პროგრამირებადი ჩარხის კურსი;
    • 3D printing-ის კურსი;
    • Laser cutter (ლაზერული მჭრელის) კურსი.

  • ღონისძიებები

    ფაბლაბ ილიაუნი ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, ახორციელებს პროექტებს და აწყობს ღია შეხვედრებს მოსწავლეების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ესენია: ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი, აქსელერაციის პროგრამები, სტარტაპის კონკურსები.

    მათი მთავარი მიზანია ინოვაციური იდეების ხელშეწყობა და თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

    ინფორმაცია კურსებისა და პროექტების შესახებ ყოველ თვე ქვეყნდება ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას სასურველი თემის შესახებ.

  • გალერეა

  • საკონტაქტო ინფორმაცია

    FACEBOOK გვერდი: www.facebook.com/FabLabIliauni 

    ელექტრონული ფოსტა: fablab@iliauni.edu.ge 

    ტელეფონი: +995 551 08 04 04

    მისამართი: გ. წერეთლის ქ. N3, S კორპუსი, 101 აუდიტორია