ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო პირველკურსელის პრემია

ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო პირველკურსელის პრემია
  • ერთჯერადი სასტიპენდიო ვაუჩერი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ერთჯერადი სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით გადაეცემათ იმ პირებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე და ამავე დროს აკმაყოფილებენ შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

    • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნება საქართველოს მასშტაბით 100 ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტს შორის;
    • ჩაირიცხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
    • ჩაირიცხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
    • ჩაირიცხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
    • ჩაირიცხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურზე და აღნიშნულ სკოლაში ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება.

    ერთი სასტიპენდიო ვაუჩერი გაიცემა ერთ სტუდენტზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემის ერთზე მეტ პირობას, სტუდენტი მიიღებს ერთ სასტიპენდიო ვაუჩერს.

  • გალერეა