ჯილდო დაარსდა 2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ილიას ორმაგი იუბილეს აღსანიშნავად. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
თეიმურაზ ზაქარაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასტროფიზიკა-ასტრონომიის მიმართულებით, ილიაუნის კოსმოსური კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელი.
გიორგი ნახუცრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების პრეზიდენტი.
ნათელა იმედაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, ფსიქოლოგი, ფსიქოლინგვისტი, ბავშვის მეტყველებისა და განვითარების ფსიქოლოგიის საუკეთესო მკვლევარი.
გურამ თევზაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, ფილოსოფოსი.
ალექსანდრე გავაშელიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ეკოლოგია-კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით. ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტში ქართველურ ენათა ოჯახის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევების ავტორი.
ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა გარემოს დაცვის ინჟინერიაში.
რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი. რაინერ ბუსმანი მსოფლიო რეიტინგში 518-ე ადგილზეა სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებაში.
მერაბ სვანაძე, ილიაუნის მათემატიკის მიმართულების პროფესორი, მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს მასშტაბით 1631-ე ადგილს იკავებს.
აქსელ ბრანდენბურგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. მუშაობს ასტროფიზიკური დინამოს სფეროში, ასევე დაინტერესებულია ასტრობიოლოგიის რჩეული თემებით. ასტროფიზიკის მონაცემთა სისტემაში (ADS) მისი h ინდექსი 61-ს შეადგენს.