2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრების ციკლი Lectura Dantis, რომელიც მიეძღვნა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ წაკითხვასა და ანალიზს.
შეხვედრების მიზანი იყო დანტეს, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის, და დანტეს, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის, ანალიზი. ნაწარმოების წაკითხვისას გამოყენებული იყო ნოდარ ლადარიას მიერ შესრულებული ახალი ქართული პროზაული თარგმანი.
განხილვაში მონაწილეობდნენ ილიაუნის პროფესორები: გიგა ზედანია, ნოდარ ლადარია, მალხაზ სონღულაშვილი, ნინო ფირცხალავა, ლევან ცაგარელი, ემზარ ჯგერენაია.