ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი

  • მკვლევართა კლუბების ქსელი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით ფუნქციონირებს  ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი. 

    პროექტის მიზანია სხვადასხვა ინტერესის მქონე ყველა ასაკის მოზარდების გაერთიანება და მათთვის საინტერესო ღონისძიებების (საერთაშორისო პროექტების, კონკურსებისა და სამეცნიერო ღონისძიებების) დაგეგმვა და შეთავაზება მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით.  

    პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც ეხმარება მეცნიერებების შესწავლასა და შემეცნებაში. 

    ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/cL8x49y3WcNXdno53   

    საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: yexclub@iliauni.edu.ge 

  • გალერეა