სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
  • სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი სტუდენტებს ეხმარება საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნებაში, საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობასა და ახალ შესაძლებლობათა აღმოჩენაში.

  • რას გთავაზობთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი?

    • საუნივერსიტეტო გარემოში ჩართულობის ხელშეწყობა – დეპარტამენტი ეხმარება სტუდენტებს, რომ სწრაფად და ადვილად დაიმკვიდრონ თავი უნივერსიტეტში და ისარგებლონ ყველა სერვისით.
    • სტუდენტური კლუბები და პროექტები – დეპარტამენტი სტუდენტებს ეხმარება იდეების რეალიზაციაში, კლუბის შექმნასა და პროექტების მხარდაჭერაში.
    • კარიერული მხარდაჭერა – დეპარტამენტი სტუდენტებს აქტიურად აწვდის ინფორმაციას დასაქმების ფორუმებისა და ვაკანსიების შესახებ.
    • სეზონური სკოლები და სასწავლო ტურები – დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სეზონურ სკოლაში სტუდენტები შეძლებენ შეიმეცნონ, იმოგზაურონ და გაიღრმაონ ცოდნა.
    • სპორტული და კულტურული ღონისძიებები – სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კულტურულ საღამოებსა და სპორტულ ღონისძიებებში.
    • პროექტები, საჯარო ლექციები და სემინარები – სტუდენტებს შეუძლიათ ცოდნის გასაღრმავებლად დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ ლექციებსა და საინტერესო შეხვედრებში.
    • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დახმარება – დეპარტამენტი სტუდენტებს ეხმარება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემებისა და ხარვეზების დროულად მოგვარებაში.

     

  • საკონტაქტო ინფორმაცია

    ელექტრონული ფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge

    ტელეფონი: (+032) 2 22 00 09 (270)

    მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F100 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

  • გალერეა