„ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი, წიგნის მოყვარულებს, სტუდენტებსა და სტუმრებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. „ლიგამუსი“ აერთიანებს წიგნის მაღაზიას, კაფეს, სამკითხველოსა და ბიბლიოთეკას, ყველაფერს, რაც საჭიროა სწავლისა და თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად.
მაღაზიაში წარმოდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, ასევე სხვადასხვა ჟანრის პოპულარული წიგნები ქართულ და უცხოურ ენებზე
„ლიგამუსის“ კაფე და ტერასა მეგობრული გარემოთი და სასიამოვნო ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ შესაძლებელია ცივი თუ ცხელი სასმელები, ტკბილეულის დაგემოვნება.
ლიტერატურულ ოთახში შესაძლებელია მშვიდ გარემოში კითხვა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს როგორც ქართულ და უცხოურ მხატვრულ ლიტერატურას, ასევე ხელოვნების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების გამოცემულ მნიშვნელოვან და საინტერესო წიგნებს.
„ლიგამუსს“ აქვს მრავალფუნქციური საპრეზენტაციო სივრცე, სადაც რეგულარულად ტარდება წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, ლიტერატურული საღამოები, დისკუსიები, ტრენინგები და სხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები.
სამუშაო საათები
ვებგვერდი: www.ligamus.iliauni.edu.ge
ელფოსტა: ligamus@iliauni.edu.ge
ტელეფონი: +995 322 220009 (260)
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ეზო, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32