უნილაბი

უნილაბი
  • კიბერლაბორატორია უნილაბი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია უნილაბი ილიაუნის პროფესორებსა და ლექტორებთან თანამშრომლობით ინოვაციურ პროექტებზე მუშაობს.

    უნილაბი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს სასწავლო პრაქტიკულ კურსებს, საინტერესო მოხალისეობრივ პროგრამებსა და საინფორმაციო შეხვედრებს. 

    კიბერლაბორატორია 2020 წელს დაარსდა. 2025 წლის დასაწყისისათვის უნილაბში ჩატარდა სასწავლო და პრაქტიკული ხასიათის 80 კურსი. მისმა პროგრამებმა გააერთიანა 595 სტუდენტი და 276 პროფესიული აქსელერაციის მონაწილე.

  • მიზანი (კონკრეტული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები)

    კიბერლაბორატორია უნილაბის მიზნები: 

    • ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის დახმარება და ტექნოლოგიურ სფეროში თვითგანვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნის მიცემა; 
    • ილიაუნის ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა;
    •  მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზება და მათი დაინტერესება ტექნოლოგიებითა და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლით;
    • ილიაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჭირო პროექტების, პლატფორმებისა და აპლიკაციების შექმნა. 

  • მიზანი (კონკრეტული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები)

    კიბერლაბორატორია უნილაბის მიზნები: 

    • ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის დახმარება და ტექნოლოგიურ სფეროში თვითგანვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნის მიცემა; 
    • ილიაუნის ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა;
    •  მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზება და მათი დაინტერესება ტექნოლოგიებითა და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლით;
    • ილიაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჭირო პროექტების, პლატფორმებისა და აპლიკაციების შექმნა. 

  • უნიკურსი

    უნილაბის პროექტ „უნიკურსის“ ფარგლებში კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, შეიძინონ ცოდნა კომპიუტერული ტექნოლოგიების მათთვის საინტერესო მიმართულებით. 

    „უნიკურსი“ აერთიანებს ასინქრონული და სინქრონული სწავლების ელემენტებს. კურსის ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს შეუძლიათ მათთვის მოსახერხებელ დროს, ხოლო კითხვის დასმა Google Classroom-ზე. მათ შეკითხვებს უპასუხებენ მენტორები ან/და ლექტორები. კურსით ასევე გათვალისწინებულია ვორკშოპები, რომლებზეც სტუდენტები პირისპირ ხვდებიან კურსის ლექტორს.

  • კურსების ჩამონათვალი

    • ციფრული კომუნიკაციები 
    • Front-end (HTML, CSS)
    • Python დეველოპმენტი
    • ICT პროექტების მართვა
    • გრაფიკული დიზაინი 
    • UI/UX დიზაინი

  • პროფესიული აქსელერაციის პროგრამა:

    ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ორი ურთიერთშემავსებელი კომპონენტისგან შედგება შესაძლებელია თეორიული სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა.

    სწორედ ამიტომ კურსების გავლის შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადონ, პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთონ და რეალურ პროექტებზე იმუშაონ.

    მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების შეძენაში მიმართულების მენტორები და ხელმძღვანელები ეხმარებიან, პროგრამის დასასრულს კი ისინი საკუთარ პორტფოლიოს ქმნიან, რომელიც დასაქმებაში ეხმარებათ.

  • პროფესიული აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ცხადდება და შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

    • გრაფიკული დიზაინი
    • ინტერფეისის დიზაინი
    • Python 
    • ციფრული კომუნიკაციები
    • Frond-End (HTML, CSS, JavaScript)
    • Front-End (React)
    • ციფრული პროექტების მართვა

    პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ სჭირდება პრაქტიკული გამოცდილება. 

  • სცადე, ისწავლე, გაუზიარე!

    „სცადე, ისწავლე, გაუზიარე“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უნილაბის ახალი პროექტია, რომელშიც უნილაბის კურსებისა თუ აქსელერაციის პროგრამის კურსდამთავრებულები მსურველებს მოხალისეობრივად უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას მომავლის პროფესიების შესახებ.

    პროექტის მიზანია დაინტერესებული სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების სფეროსა და ციფრულ მიმართულებებზე საბაზისო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სასურველი მიმართულების პოვნასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.

  • ღია ლექციები

    უნილაბის პროექტი Cyber Talks აერთიანებს საჯარო ლექციებს ციფრული პროფესიების, სფეროს სიახლეებისა და აქტუალური საკითხების შესახებ. მოწვეული სპიკერები, უნილაბის გუნდის წევრები და ლექტორები ლექციებზე საუბრობენ ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე და მსმენელს აცნობენ ინფორმაციას იმ შესაძლებლობებსა და პროექტებზე, რომელთაც მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიბერლაბორატორია უნილაბი სთავაზობს.

  • ციფრული პროექტები

    უნილაბის გუნდის წევრები და პროფესიული აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები ერთობლივად მუშაობენ სხვადასხვა ციფრულ პროექტსა და პროდუქტზე. ეს პროექტები მორგებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საჭიროებებზე და მათ საქმიანობასა და კვლევითი პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

  • პროექტებს შორისაა:

    • QRT NLP ქართული ენის ციფრული დამუშავების ინსტრუმენტების ნაკრები: https://qartnlp.iliauni.edu.ge/
    • Online Iliauni ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სასწავლო პორტალი: https://online.iliauni.edu.ge/
    • ვებგვერდი კონკურსისთვის „შექმენი ქართული ტერმინი”: https://terms.iliauni.edu.ge/ 
    • Პროფესიული ტერმინოლოგიის ლექსიკონი: http://terminology.iliauni.edu.ge/
    • ქართული ენის კორპუსი: http://corpora.iliauni.edu.ge/
    • უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმი: https://glosarium.iliauni.edu.ge/

  • საკონტაქტო ინფორმაცია

  • გალერეა